21 დეკემბერი 2024,   21:18
ვრცლად
წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება - ვანო მაჭავარიანი 

წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება - ამის შესახებ საქართველოს ფინანასთა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ივანე მაჭავარიანის თქმით, გასულ წელთან შედარებით ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტია ათვისებული.

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ცოტა ხნის წინ  კითხვა-პასუხით დასრულდა. ივანე მაჭავარიანს დეპუტატებმა კითხვები ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზეც დაუსვეს, რომლის ფარგლებშიც 102 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, აქედან 62 დაპატიმრებულია. 

საუბარია მასშტაბურ დანაშაულებრივი საქმეზე, რომლის გახსნის შესახებაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აგვისტოში განაცხადა.  

“აქ არის უბედურება იმაში, რომ ეს ამბავი როგორ მოხდა და თვითონ როგორ გაეპარათ. თუმცა მთავარი არის, როგორ რეაგირებ, აფარებ თუ არა ხელს, მოსთხოვ თუ არა პასუხს და მაქსიმალურად ცდილობ თუ არა, რომ ქონება ამოიღო და დააბრუნო. 11 ძებნილი, 62 პატიმრობაში მყოფი, არის 700 ათასი ლარის ძვირფასეულობა, 6.3 მილიონის საწვავი, მოკლედ, ჯამში 123 მილიონია დაყადაღებული. ამ მასშტაბის თაღლითობასთან ადგილი აღარ უნდა გვქონდეს, იმიტომ რომ ჩვენც ძალიან დიდ გამოწვევასთან გვქონდა შეხება,“ - აცხადებს ივანე მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები