18 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
სენაკში მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მერს დაუპირისპირდა

სენაკში მშვიდობის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი მერს დაუპირისპირდა. ისინი ცენტრალური ავტომაგისტრალის შეკეთებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დიდი მანქანების მოძრაობის გამო გზის მიმდებარედ განლაგებული სახლები მძიმე მდგომარეობაშია, დაბზარულია კედლები, ამიტომაც გზის რეაბილიტაციას სასწრაფოდ მოითხოვენ.

მათივე თქმით, დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

"როცა დიდი აქცია მოვაწყვეთ, მერი დაგვპირდა, რომ წლის ბოლომდე შეკეთებული იქნებოდა, მაგრამ მოგვატყუა,"- ამბობენ მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები.

სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი შეკრებილებს მერიის შენობასთან შეხვდა და მათ უთხრა, რომ ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა და ისინი სამუშაოებს იანვრიდან დაიწყებენ.

ლევან კუპრეიშვილის თქმით, სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე შესრულებულია, სრულ რეაბილიტაციაზე კი ტენდერი იანვრიდან გამოცხადდება.

დღის ამბები