ეროვნულ ბიბლიოთეკასთან იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის დისკომფორტისთვის ჩატარებულ აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა რამდენიმე საათით გადაიდო.
სასამართლო სხდომის გადადებას დაცვის მხარე რამდენიმე დღით ითხოვდა, რათა მტკიცებულებებს გასცნობოდა, თუმცა მოსამართლემ ის, მხოლოდ სამი საათით გადადო.
მოძრაობა "გაბედეს" წევრები აცხადებენ, რომ დაკავებულების წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება, მათ შორის სამართალდამცველთა ჩვენებები, არ არის.
"ჩვენ ყველანი უკვე დავრწმუნდით, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი გადასულია პირდაპირ ახალგაზრდების დევნაზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე, ახლა უკვე ვრწმუნდებით იმაშიც, რომ სასამართლო პოლიტიკურ იარაღადაა ქცეული და ჩაბეტონებულია იანიშვილთან ერთად,"- განაცხადა "გაბედეს" წევრმა მიხეილ ქუმსიშვილმა.