12 სექტემბერი 2026,   01:37
ვრცლად
საპატრიარქოში გარკვეული პირებს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვს ხელისუფლებასთან დეკანოზის შეწყალება არ სურთ - ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებუილი დეკანოზის გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ეჭვობს, რომ დეკანოზის შეწყალების საქმის გაჭიანურებით მაღალი რანგის კონკრეტული სასულიერო პირები არიან დაინტერესებული.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ პროცესი ხელოვნურად არის შეჩერებული და ეს ყველაფერი საპატრიარქოს დაკვეთით ხდება.

"რატომ ჭიანურდება ეს პროცესი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს და ისევ ამყარებს სიტუაციას, რომ არის გარკვეული პირები საპატრიარქოში, რომელსაც ძალიან მჭიდრო კონტაქტი აქვს ხელისუფლებასთან და რომელთა მიზანი არის, რომ დეკანოზის შეწყალება არ მოხდეს," - აღნიშნა ადვოკატმა.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს მიერ დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ გაგზავნილა. თუმცა აღნიშნულს საპატრიარქო უარყოფს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ შესაბამისი წერილი მათ პრეზიდენტს სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიაწოდეს.

დღის ამბები