11 სექტემბერი 2026,   14:25
ვრცლად
რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა დეკანოზი საპატრიარქოს რეკომენდაციის მიუხედავად - ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს

რატომ არ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი მამალაძე საპატრიარქოს რეკომენდაციის მიუხედავად - საქართველოს პრეზიდენტმა "კურიერთან" დღეს კომენტარი არ გააკეთა.

დაკავებული დეკანოზის უფლებადამცველი და ოჯახი ეჭვობს, რომ საქმეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეგნებულად აფერხებენ.

ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის ვერსიაც, რომ დეკანოზის გათავისუფლების საკითხზე რეკომენდაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ გადაგზავნილა რასაც 
საპატრიარქოში უარყოფენ.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ შესაბამისი წერილი მათ პრეზიდენტს სინოდის სხდომიდან რამდენიმე დღეში, დაახლოებით, ერთი თვის წინ მიაწოდეს.

დღის ამბები