პანკისის ხეობაში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებში მონაწილეების, არბი ქავთარაშვილის და რამაზ ხანგოშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. ბრალდება მათ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას ედავება.
ადვოკატ ელენე ქიშმარიას ინფორმაციით, არბი ქავთარაშვილი დანაშაულს აღიარებს.
"არბი ქავთარაშვილი სრულად აღიარებს და დამნაშავედ ცნობს თავს წარდგენილ ბრალში. რაც შეეხება რამაზს, საბოლოო ვერსიაზე საქმის მასალების გაცნობის შემდეგ შევჯერდებით,"- განაცხადა ადვოკატმა.
შემთხვევა 27 ნოემბერს პანკისის ხეობაში მოხდა. ორი გვარის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირებას 37 წლის ვისო მუთოშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.