04 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
მცხეთაში აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დააკავეს

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დააკავეს.  ინფორმაცია "რუსთავი 2" -ს  შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

ასევე, ამავე აქციიდან  განარიდეს 2 პირი.

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

 

 

დღის ამბები