18 ნოემბერი 2024,   08:43
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - მიხეილ კალანდიას პროცესზე მოსწავლეები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას პროცესი განახლდა. პროცესზე ორი მოწმე 51-ე სკოლის მოსწავლეები დაიკითხნენ. 

მოწმეების თქმით, მიხეილ კალანდია იმყოფებოდა ხორავას 4 ნომერში შემთხვევის ადგილზე. შელაპარაკება საპირფარეშოში დაიწყო, რომელიც შემდეგ შერიგებით დასრულდა. 

ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება მხოლოდ ის გარემოება, რომ ხორავას ქუჩის 4 ნომერში ნამდვილად იმყოფებოდა მიხეილ კალანდია. პროცესი ხვალ განახლდება. 

„სხვა გარემოება, თუ რას აკეთებდა ის, ხელში ეჭირა თუ არა დანა ან რაიმე იარაღი, ან ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა, ამ მოწმეების მიერ ვერ იქნა დანახული. ერთადერთი გარემოება, რაც დაადასტურეს ამ მოწმეებმა მნიშვნელოვანი და არსებითი, არის ის, რომ კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ტუალეტში, ანუ ბულინგი, მოგვარდა და შერიგებით დამთავრდა. ამას ცალსახად ადასტურებს ორივე მოწმე“ - აცხადებს ზურაბ თოდუა.

შეგახსენებთ, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაშია ბრალდებული. 

 

 

დღის ამბები