ხმაური და დაპირისპირებაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ოფისთან. ამ წუთებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ოფისის შენობას კვერცხები, ცოცხები, ხელჯოხები და კასრები ესროლეს.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ენმ-ს პარტიის ოფისის მინაც ჩაამტვრიეს. ადგილზე პოლიცია მხოლოდ ინცინდენტის დაწყების შემდეგ მივიდა.
აქციის მონაწილეებსა და პარტია "ნაციონალ;ური მოძრაობის" ოფისს შორის ამ წუთებში პოლიციის კორდონი დგას.