18 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
"კონსტიტუცია და დემოკრატია არ ნიშნავს ციხეს" - დაკავებული ბუდაღაშვილის მეგობრების პროტესტი სასამართლოსთან

20 ივნისს დაკავებულთა სასამართლო პროცესის პარლალელურად, საქალაქო სასამართლოს შენობასთან პროტესტი მიმდინარეობდა. ზურაბ ბუდაღაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები სასამართლოსთან სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით პროტესტს გამოხატავდნენ.

"კონსტიტუცია და დემოკრატია არ ნიშნავს ციხეს" - სწორედ იყო აქციის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი. ამ მოთხოვნით და სლოგანით მივლენ აქციის მონაწილეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკუთარი პროტესტის ელჩებამდე მიტანას ეცდებიან.

რაც შეეხება საქმის განხილვას, დღეს ბრალდებულის სკამზე 4 პირი იჯდა. მათ შორის იყვნენ ბესიკ თამლიანი და ზურაბ ბუდაღაშვილი, რომლებიც ჯგუფურ ძალადობასთან დაკავშირებით წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

20 ივნისს დაკავებულთაგან პატიმრობაში7 პირი რჩება. შემდეგი სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

დღის ამბები