18 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ხმაური იყო ისევ ბათუმის მერიასთან - აქტივისტებმა სტიკერები წარწერით "მონა" მერიის შესასვლელთან გააკრეს

ხმაური იყო ბათუმის მერიასთან, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას და ბათუმის მაჟორიტარის, მუხრან ვახტანგაძის კაბინეტთან სტიკერების გაკვრას გეგმავდნენ, თუმცა დაცვის სამსახურმა ისინი შენობაში არ შეუშვა.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ აქვთ საშვები, თუმცა შენობაში შესვლა მაინც ვერ მოახერხეს.

აქტივისტების განმარტებით, ვახტანგაძე ერთ-ერთია, ვინც პროპორციული არჩევნების საკითხის ჩაგდებას პარლამენტში ხელი შეუწყო და ხალხი მოატყუა.

აქტივისტებმა სტიკერები წარწერით "მონა" ბათუმის მერიის შესასვლელთან მაინც გააკრეს.

დღის ამბები