ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანული მედია ახალ დეტალებზე საუბრობს. გამოცემა "შპიგელის" ცნობით, გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაზე გამოძიება იმ პირების მიმართ დაიწყო, რომლებიც 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის საქმეში ფიგურირებდნენ.
გერმანიის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ხანგოშვილის მკვლელს სკრიპალებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსი ჯაშუშების - პეტროვისა და ბაშიროვის მსგავსი საბუთები ჰქონდა და ისინი 2014 წელს, 3 დღის განმავლობაში, ფრანკფურტში იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია "არდის" ინფორმაციით, ბერლინის იზოლატორში ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, თუმცა დაზვერვამ მისი საიდუმლო ადგილზე გადაყვანა მოახერხა. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მიმდინარე წლის 23 აგვისტოს მოკლეს.