ქობულეთში ზღვაში თევზსაჭერი გემი ჩაიძირა. ქაფშიით დატვირთული გემი ზღავში ფოთის ნავმისადგომიდან გავიდა. არსებული ინფორმაციით, გემს წინა კორპუსი ჰქონდა დაზიანებული და ტვირთის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ეკიპაჟის წევრები ახლოს მდებარე სეინერის ეკიპაჟმა გადაარჩინა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის თქმით, სეინერზე 8 ადამიანი იმყოფებოდა.
მისივე ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 3 საათზე მოხდა, გემი ხის მორს დაეჯახა და სწორედ ეს გახდა ჩაძირვის მიზეზი.
ავტორი: სოფო სვანიძე