ბათუმის საზღვაო აკადემიაში მისულ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტები შესასვლელში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ.
ახალგაზრდები პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ და მმართველი პარტიის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის მითითებით კანონპროექტის ჩაგდებაში ადანაშაულებენ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა წარწერიანი ბანერები ჰქონდათ მიტანილი, მათ შორის "თვალთხარია გახარია".