ახალგაზრდა ქალს დიღომში ყელი გამოჭრეს. დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა მარშალ გელოვანის გამზირზე მოხდა, ქალი სასიკვდილოდ მისთვის უცნობმა მამაკაცმა გაიმეტა. დამნაშავე უკვე დაკავებულია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება მომხდარზე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალის ყვირილი გაიგეს, რომელიც ხიდზე გადადიოდა და შველას ითხოვდა, უცნობი მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.