18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია - "რუსთავი2"- ის საქმე არ გადაიხედება

რამდენიმე წუთს წინ,  სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი2"-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაუშვებლად ცნო ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა. შესაბამისად, 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტი ძალაში რჩება და გადახედვას არ ექვემდებარება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5  მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ამ საკითხზე, დღეს იმსჯელა.

საქმის განხილვა "რუსთავი2"-ის ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

18 ივლისს სტრასბურგმა დაადგინა, რომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

 

დღის ამბები