19 სექტემბერი 2026,   09:27
ვრცლად
მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძის გასხვისებას გეგმავს

მოსკოვის "სპარტაკი" ჯანო ანანიძის გასხვისებას გეგმავს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დომენიკო ტედესკომ, 27 წლის ქართველ ფეხბურთელს უთხრა, რომ მას ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება გაუჭირდება და სხვა კლუბში გადასვლა შესთავაზა.

თუ ანანიძე ახალ გუნდს მოძებნის, "სპარტაკი" მზად არის 2020 წლის დეკემბრამდე ხელფასში სხვაობა დაუფაროს.

ამჟამად ჯანო ანანიძე წელიწადში ხელფასის სახით 1.7 მილიონ ევროს იღებს.

ჯანო ანანიძე "სპარტაკში" 2009 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან რუსულ პრემიერლიგაში 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დღის ამბები