18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერები საფეხმავლო ბილიკზე გადასვლის გამო დააკავეს

"კურიერის" ინფორმაციით, "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე, "გამარჯვებული საქართველოს" წევრი, გურამ ჩალაგაშვილი და რამდენიმე აქტივისტი საფეხმავლო ბილიკზე გადასვლის გამო დააკავეს.

პარლამენტსა და პირველ სკოლას შორის არსებულ საფეხმავლო ბილიკზე ოპოზიციონერმა ლიდერებმა ერთგვარი პერფორმანსი მოაწყვეს. ისინი ბილიკზე გადადიოდნენ და ამბობდნენ, რომ ჰქონდათ ამის უფლება. პოლიციის მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტათ ეს ქმედება, არ დაემორჩილნენ.

შედეგად, გიორგი ვაშაძე, გურამ ჩალაგაშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები