პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს დეპუტატები ეკა ბესელია და თინა ბოკუჩავა დაუპირისპირდნენ.
ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების სიისთვის კენჭისყრის დაწყებას აპირებდა, როდესაც ბოკუჩავამ და ბესელიამ ხმაური დაიწყეს. ოხანაშვილმა მანდატურებს მოუწოდა, ჩარეულიყვნენ და დეპუტატებს დარბაზი დაეტოვებინათ.
ეკა ბესელია ოხანაშვილის ტრიბუნასთან მივიდა და აცხადებდა, რომ არ დატოვებდა ადგილს, სანამ სიტყვის დამთავრების საშუალებას არ მისცემდნენ.
"მიკროფონი ჩართე და გამოსვლის შესაძლებლობა მომეცი, თორემ სხდომას ვერ წაიყვან,"- მიმართა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილს.
ინციდენტის შემდეგ სხდომაზე 5 წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.