ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს.
ბრალდებული პირველ დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.