18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მამა ანდრია სარია ეპარქიიდან თავად წავიდა

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მამა ანდრია სარიას გათავისუფლების შესახებ საუბრობს. მიტროპოლიტის განცხადებით, სარიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"მე ვკითხე მეუფე პეტრეს, კიდევ ვინ მიდის ეპარქიიდან. ეპარქიიდან მიდის იღუმენია თამარი, დედები, ვინც რეზიდენციაში მეუფე პეტრესთან იყვნენ და მღვდელ-მონაზონი ანდრია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მამა ანდრიამ დატოვა ეპარქია და ერთი თვე არ იყო ეპარქიაში.

მან მე მკითხა, რატომ დაიბარეს კომისიაზე და არის ჭყონდიდის ეპარქიის წევრი. მე განვაცხადე, რომ ის უკვე აღარ იყო ეპარქიაში, მივეცი სიგელი. კომისიის წევრებმა მისცეს გაფრთხილება, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება არ გააგრძელოს.  ის მცხეთა-თბილისის ეპარქიის წევრი იქნება," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა "კურიერთან" საუბრისას. 

თავად მამა ანდრია სარია კი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში იმყოფებოდა, აცხადებდა, რომ ჭყოდიდის ეპარქიიდან მეუფე გრიგოლ კაციამ გაათავისუფლა. ამის მოტივად კი სასულიერო პირის დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა დასახელდა.

დღის ამბები