19 აპრილი 2024,   08:01
ვრცლად
კარლო ანჩელოტი ლივერპულის "ევერტონს" უხელმძღვანელებს

ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ლივერპულის "ევერტონს" უხელმძღვანელებს.

გასულ კვირას ანჩელოტი "ნაპოლიში" დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, "ნაპოლის" ხელმძღვანელობამ ანჩელოტი მატჩის დასრულებისთანავე დაითხოვა და გუნდის ახალ ხელმძღვანელად ჯენარო გატუზო დანიშნა.

რაც შეეხება "ევერტონს", მერსისაიდული კლუბის ხელმძღვანელებმა 5 დეკემბერს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო სილვა მოხსნეს და გუნდი დროებით დანკან ფერგიუსონს ჩააბარეს. "ევერტონს" პრემიერლიგის 18 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და გუნდს გასავარდნი ზონიდან 3 ქულა აშორებს.

60 წლის ანჩელოტის ინგლისში მუშაობის გამოცდილება აქვს, ის 2009-2011 წლებში ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი იყო, სადაც პრემიერლიგა, FA თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო.

დღის ამბები