06 მაისი 2024,   00:37
ვრცლად
გრიპის შემთხვევებმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოიმატა - რა რეკომენდაციები აქვს დაავადებათა კონტროლის ცენტრს

გრიპის ვირუსის შემთხვევების მატება ბოლო ორი კვირის განმავლობაში შეინიშნება, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ეს მატება წინა წლებთან შედარებით ნაკლებია.

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ამ დროისთვის, ქვეყანაში გამოჩნდა გრიპის სამივე ქვეტიპი, რომელთა შორის, წამყვანი B ტიპის ვირუსია.

ცირკულირებს ასევე, H3 და H1, თუმცა წამყვან ვირუსად რჩება რონოვირუსი, რომელიც სურდოთია გამოხატული და მსუბუქად მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, აუცილებელია, ვირუსით დაავადებული ადამიანის სახლში დარჩენა, ხელების ხშირი დაბანა და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. გართულების ალბათობა ნებისმიერი ვირუსის არსებობის შემთხვევაში არსებობს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამით მაღალი რისკ-ჯგუფის 90 ათასი ადამიანი, კერძო სექტორში კი - დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი აიცრა. 

დღის ამბები