18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
B ტიპის, H1 და H3 - საქართველოში 8 სახის ვირუსი ცირკულირებს - რა რეკომენდაციები აქვთ ექიმებს

საქართველოში ბოლო 2 თვის მონაცემებით დაახლოებით 8 სახის ვირუსი ცირკულირებს. სეზონურ გრიპებს შორის ყველაზე მეტი B ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, ასევე გამოვლინდა H1 და H3 ტიპის ვირუსიც. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს, ვინაიდან ავადობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 20% -ით ნაკლებია.

თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და მაღალი ტემპერატურა ეს არის სეზონური გრიპის დამახასიათებელი ნიშნები. ვირუსის ტიპის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიულად არის შესაძლებელი.

სეზონური გრიპით ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში 10-მდე პაციენტი მკურნალობს, ინფექციურ საავადმყოფოში კი 8 ადამიანი. არის დაგვიანებული მიმართვიანობის შემთხვევებიც.

სეზონური გრიპის შემთხვევები ფიქსირდება ბაღებსა და სკოლებში. ძირითადი სამიზნე ჯგუფი დაწყებითი კლასებია, თუმცა პედაგოგების ინფორმაციით გასულ წელს ავადობის მაჩვენებელი ბავშვებში გაცილებით მაღალი იყო. პიკურ პერიოდს სასწავლო დაწესებულებები თებერვლის თვეში ელოდებიან.

გრიპის სეზონთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ მომზადებულები არიან. მინისტრის მოადგილის თქმით, მედიკამენტების რაოდენობა საკმარისია, თუმცა მოსახლეობას ურჩევს, რომ გრიპის საწინააღმდეგო აცრები ჩაიტარონ.

ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე პაციენტმა სამედიცინო დაწესებულებებს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს. ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები 24 საათიანი რეჟიმში მუშაობენ და პაციენტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს ოჯახის ექიმს მიმართონ.

დღის ამბები