ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ის ეგიდით მეხუთე ბრძოლას გამართავს. დვალიშვილის ბრძოლა ამერიკაში, ნიუ მექსიკოს შტატში ჩატარდება. ბრძოლის თარიღიც ცნობილია - 15 თებერვალს ქართველი მებრძოლის მეტოქე წონის TOP 15-ში შემავალი მებრძოლი, კეისი კენი იქნება, რომელსაც UFC-ში ბოლო 2 ბრძოლა მოგებული აქვს.