ევროლიგის მე-15 ტურში ესპანეთის "ბასკონია" საკუთარ მოედანზე გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდა და 55:77 დამარცხდა.
სტუმრები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში იყო "ბასკონიას" ლიდერი თორნიკე შენგელია, ქართველმა კალათბურთელმა 30:55 წუთში 10 ქულა (4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამიანი, 10-დან 6 საჯარიმო), 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა ბასკურ გუნდს 16:29 წუთში 4 ქულა შესძინა. "ბასკონია" 6 მოგებით მე-13 ადგილზეა და 26 დეკემბერს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.