28 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
"ლივერპულმა" იაპონელი ტაკუმი მინამინოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა

"ლივერპულმა" იაპონელი ფეხბურთელის ტაკუმი მინამინოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
აზიელმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ინგლისურ კლუბს იანვარში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ შეუერთდება, მინამინო ახალ კლუბში 
18-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. 
მერსისაიდელებს 24 წლის ფორვარდის შეძენა 8.5 მილიონი ევრო დაუჯდათ. მინამინოს ზალცბურგთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა და მისი გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევრო იყო.
მინამინო ლივერპულს ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ დაუპირისპირდა და “ენფილდზე” გოლიც გაუტანა. მან ავსტრიის ბუნდელსიგაში 14 მატჩი ითამაშა, სადაც თავი 5 გატანილი გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

დღის ამბები