19 სექტემბერი 2026,   05:40
ვრცლად
შობის წინ, გოგა ბითაძემ და მისმა თანაგუნდელებმა საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა

ინდიანა "პეისერსის" კალათბურთელებმა ტრადიციულ საქველმოქმედო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
შობის წინ, გოგა ბითაძემ და მისმა თანაგუნდელებმა, ბავშვებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები აქვთ, სავაჭრო ცენტრში უმასპინძლეს და მათ მოზარდები სასურველი ნივთებით დაასაჩუქრეს. ბავშვებმა კალათბურთელებთან ერთად ორი საათი გაატარეს, რაც საუკეთესო მოგონება იქნება მათთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში. საშობაო აქციას საფუძველი ინდიანას კალათბურთელებმა 20 წლის წინ ჩაუყარეს.

დღის ამბები