10 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
ნორვეგია ოკუპანტების მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

ნორვეგია ცხინვალის რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

"ნორვეგია მოუწოდებს საოკუპაციო რეჟიმს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და სრულად უჭერს მხარს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას,"- ნათქვამია განცხადებაში.

სეპარატისტებმა ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები