დრონმა ზელენსკის თვითმფრინავს საფრთხე შეუქმნა, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი მოლდოვიდან ოსლოში მიემგზავრებოდა. საკითხზე მედიას ინფორმაცია ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მიაწოდა. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა, რომ როდესაც ზელენსკის ხომალდი კიშინიოვის აეროპორტში ასაფრენად ემზადებოდა, მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული რეაქტიული დრონი შევიდა. ინციდენტის გამო პრეზიდენტის რეისი შეყოვნდა, აეროპორტმა კი ფრენები დროებით შეაჩერა.