ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
"კურიერის" ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახნენ, შედეგად მსუბუქი ავტომანქანის ოთხი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
ორი დაშავებული კი, სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე მობილებულია სამაშველო ჯგუფები და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.