ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება.
მოწვეული ექიმ-რეანიმატოლოგი ზურაბ გურული აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის მკურნალობა უტარდება და ამ ეტაპზე მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ საჭირო არ არის. ექიმის თქმითვე, რაიმე ტიპის ჩარევა ამ ეტაპზე დაგეგილი არაა.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკური სიტუაციის მართვა დღეს ამ კლინიკაში საერთაშორისო სტანდარტებით მიმდინარეობს, ამიტომ მე არ ვთვლი, რომ ამ ეტაპზე პაციენტის ტრანსპორტირება საჭიროა. უკეთესი იქნება თუ სტაბილურობას ამ კლინიკაში შევინარჩუნებთ.
გარკვეული სახის დადებითი ცვლილებები გვაქვს ჭრილობებთან მიმართებაში. მთავარი პრობლემა დაზიანებული ცენტრალური ნერვული სისტემა თავის ტვინია, რამდენიმე დღეში უფრო ნათელი იქნება მდგომარეობა.
ის პარამეტრები კლინიკური, რომლის შენარჩუნებაც საჭიროა იმისათვის, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური პირობები შეექმნას თავის ტვინის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, შექმნილია და მართვა კარგად მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ გურულმა.