20 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
ხელოვნების სასახლე ​ხვალიდან ნანა ყაულაშვილის თოჯინების გამოფენას უმასპინძლებს

ხელოვნების სასახლე ხვალიდან ნანა ყაულაშვილის თოჯინების გამოფენას უმასპინძლებს. ხელნაკეთი თოჯინები  განსაკუთრებული ტექნიკით და თვალებით გამოირჩევა. თოჯინების საშობაო ზღაპარი სასახლეში 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

პროფესიით ოფთალმოლოგი ნანა ყაულაშილი მეთოჯინეა. 10 წლის წინ შვილისთვის შეკერილი პირველი სათამაშოთი საკუთარ თავში ახალი ნიჭი აღმოაჩინა, რომელიც ინტერნეტის მეშვეობით შეისწავლა და მეორე და ყველაზე საყვარელ საქმიანობად აქცია. ხვალ მისი თოჯინები ხელოვნების სასახლეში, ჯორჯ ბალანჩინის დარბაზში დაბრძანდებიან

სასახლეში 30-მდე თოჯინა საშობაო გამოფენისთვის მიიტანეს. ხელით შექმნილი ნამუშევრები, ძველი ტექნიკით და იაპონური მასალისგან მზადდება. ჯერ თავი იკერება, შემდეგ კი სახე იხატება და თვალების დასრულებისთანავე ავტორი ხვდება, თუ რომელი თოჯინა დაიბადა, კეკლუცი ქალბატონი თუ მეოცნებე მფრინავი.. ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინები უნიკალურ ტექნიკასთან ერთად, თვალის ფორმითა და განსაკუთრებული გამოხედვით გამოირჩევიან.

სასახლეში თოჯინები 15 თებერვლამდე დარჩებიან, შემდეგ კი რამდენიმე მათგანი პირად კოლექციებში გადაინაცვლებენ, დანარჩენი კი სახლში დაბრუნდებიან.

დღის ამბები