03 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს შობა მიულოცა

რომის პაპმა ფრანცისკემ მრევლს შობა მიულოცა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა საშობაო მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძარში აღავლინა. მესას ათასობით მორწმუნე დაესწრო. მათი ნაწილი მსახურებას თვალს ტაძრის გარეთ დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე ადევნებდა. რომის პაპმა ყურადღება კათოლიკურ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა და მრევლს ღმერთთან სიახლოვის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. დღესვე პაპი ფრანცისკე ტრადიციულად წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან საშობაო მიმართვას წაიკითხავს.

დღის ამბები