18 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის გაბანკროტებული" - ლევან კობერიძე

ჯანდაცვის მიმართულებით ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია. 520-ე დადგენილებას თავად სამედიცინო სფეროში ხმაური მოჰყვა. უარყოფით შეფასებას ოპოზიციონერებიც იზიარებენ და ფიქრობენ, რომ ეს ჯანდაცვის სფეროში არსებულ ძირეულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ფიქრობს, რომ 520-ე დადგენილება ჯანდაცვის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. მისი თქმით, ეს გამოსავალი არ არის.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არის გაბანკროტებული და ამ პრობლემის მოგვარებისათვის სამინისტრო ცდილობს რაღაც ხრიკები გამოძებნოს და თავი დაიძვრინოს. 520-ე დადგენილებაც მიაჩნდათ გამოსავალი, თუმცა ასე არ არის," - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ შემაჯამებელი შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე რეფორმის ძირითად პრიორიტეტებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ფიქრობს, რომ ჯანდაცვის პრობლემებს ძირეულად სჭირდება მოგვარება და ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე უნდა გადაიდგას.

"პირველადი ჯანდაცვა ყველა მოქალაქის საწყისია და შესაბამისად ჩვენ ვთვლით, რომ რეფორმა პირველი ნაბიჯებით უნდა დაიწყოს. ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ექიმები გადამზადდებიან," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები