02 მაისი 2024,   05:50
ვრცლად
სოფელ ზედა ეწერში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ ხანძარია

ზუგდიდში, სოფელ ზედა ეწერში ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ თხილნარს ცეცხლი უკიდია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თხილნარს, დაახლოებით, ორი საათის წინ მოედო.

ახლომდებარე დასახლებაში მცხოვრები პირები შიშობენ, რომ ცეცხლი, შესაძლოა, საცხოვრებელ ბინებსაც მოედოს.

ადგილობრივების ნაწილი ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებითაც ცდილობს. მათი თქმით, ადგილზე  სახანძრო-სამაშველო ბრიგადებიც მუშაობენ.

დღის ამბები