18 ნოემბერი 2024,   08:39
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - მიხეილ კალანდიას პროცესზე ექსპერტ-კრიმინალისტები და მკვლელობის საქმის გამომძიებლები გამოკითხეს

საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესზე 9 მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამომძიებლები.

ბრალდების მხარეს კიდევ 40-მდე მოწმე ჰყავს გამოსაკითხი, რის შემდეგაც პირველი ინსტანციის სასამართლო უკვე დაცვის მხარის მოწმეთა მოსმენას დაიწყებს.

კალანდია, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 4 ივნისს დააკავეს. 

დღის ამბები