საახალწლო სოფელი გაიხსნა რუსთავში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე აინთო. სხვადასხვა ფერის ილუმინაციებით განათებული რუსთავის ცენტრალური პარკი, სტუმრებს სანტა კლაუსთან ერთად დახვდა. სამდღიანი დღესასწაული რუსთავში 29, 30 და 31 დეკემბერს გაიმართება. ახალი წლის ღამეს კი საახალწლო სოფელში გუფი ლენდი იმღერებს.
მთავარი ნაძვის ხე აინო ქუთაისშიც. ნაძვის ხე სიმბოლურად ბავშვებთან ერთად მხარის რწმუნებულმა და ქალაქის მერმა აანთეს. ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო ნაძვის ხის ანთების პროცესმა საზეიმო ღონისძიებების გარეშე ჩაიარა.
საახალწლო განწყობაა ზუგდიდშიც. ნაძვის ხე ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აანთეს.
ნაძვის ხე აანთეს ოზურგეთსა და ლანჩხუთშიც. ადგილზე მისული სტუმრებისთვის სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა.
საზეიმოდ აინთო ნაძვის ხე კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში. ახალი წლის ღამეს ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას გრანდიოზულ გალა-კონცერტს პირდება, რომელიც ფოიერვერკით დასრულდება.
საახალწლო სამზადისია ახალციხეშიც. ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის ანთების პროცესს ახალგაზრდები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.