24 აპრილი 2024,   20:07
ვრცლად
მიუზიკლი "საახალწლო ნობათი" 3 იანვრიდან პატარა მაყურებლებს ელის

მუსიკალური წარმოდგენა "საახალწლო ნობათი" რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება. წარმოდგენის ხელმძღვანელი რობერტ სტურუაა, რეჟისორი კი ნიკოლოზ შველიძე.

3 იანვრიდან "საახალწლო ნობათი" პატარა მაყურებლებს და მათ მშობლებს ელის.
ეს არის ამბავი საახალწლო საჩუქრების შესახებ. ნობათი, რომელიც მიგვაქვს საყვარელი ადამიანებისთვის ახალ წელს და საჩუქარი, რომელიც კაცობრიობას სხვადასხვა დროს უდიდესმა კომპოზიტორებმა საკუთარი შემოქმედებით დაუტოვეს.

მუსიკალური ნომრებით შეკრული სიუჟეტი ნამდვილი საახალწლო განწყობის შესაქმნელად მზადდება. მსახიობებისა და რეჟისორის სურვილები ერთად შეიკრა, ყველა მუსიკალური ნომრის შესრულებაც თავად მოუწიათ და მიუზიკლის სიუჟეტიც გამოიკვეთა.

დიდი მხიარულება თეატრის მცირე სცენაზე 14 იანვრამდე გაგრძელდება. 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები