18 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაზე დაკავებული ტატო ღარიბაშვილი სამედიცინო პროცედურების ჩატარებას ითხოვს

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ტატო ღარიბაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო მისი უფლებადამცველი რომან ნადირაძე შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარებას ითხოვს.

ადვოკატი ამ მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დღეს მიმართავს. ადვოკატი  ტატო ღარიბაშილისთვის ყავარჯნების შეტანის უფლებასაც ითხოვს. მოთხოვნათა შორის არის მისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულად გადაცემაც.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მძიმე მდგომარეობაში, აქვს ოპერაცია გადატანილი. არ აქვს ყავარჯნები და ნათხოვარი ყავარჯნებით იყო, როდესაც მე ვნახე. გამომძიებელმაც თვითონ ნახა, რა მდგომარეობაში იყო ჯანმრთელობის მხრივ. მათაც ვუყენებ შუამდგომლობას, რომ აღმოუჩინონ დახმარება და პენიტენციური დაწესებულების დეპარტამენტს მივმართავ, რომ ყავარჯნების შეგზავნა მოხერხდეს. ამის გარდა გაუწიონ სათანადო დამხარება და ოპერაცია ჩაუტარდეს," - აღნიშნა ადვოკატმა.

დღის ამბები