ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვას ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ყველაზე დიდ პრობლმემას ეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს შეუქმნის. საუბარია პროდუქტებზე, სამედიცინო მომსახურებაზე და მინისტრის თქმით, ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს.
"კიდევ ერთხელ, აშკარა ხდება თვითონ საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, არაფრად აგდებს, როგორც ჩანს.
მე არაერთხელ მითქვამს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი, 6-ჯერ და 7-ჯერ მეტი ადამიანი ზარალდება ამ შეზღუდვებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ვისაც სურს გადმოსვლა.
ყველას, ვისაც დღეს დე ფაქტო, თუ რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ხელეწიფება ამ გადაწყვეტილების მიღება, ადამიანების სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე უნდა მიიღოს," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.