სინოდის დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, ჯერჯერობით ცნობილი არაა პასუხი იმაზე, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი "ციანიდის" საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქომ სალომე ზურაბიშვილს შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა, თუმცა შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჯაღმაიძემ იმ ფაქტსაც გაუსვა ხაზი, რომ საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან მხოლოდ 5 % დაკმაყოფილებული:
"საპატრიარქოს რაც ჰქონდა შესასრულებელი სინოდის გადაწყვეტილების შემდგომ რამდენიმე დღეში გაეგზავნა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო შუამდგომლობის შესაბამისი წერილი. საპატრიარქოს მიერ დაყენებული შუამდგომლობებიდან მთელი ამ ხნის განმავლობაში დაკმაყოფილებულია მხოლოდ 5%,"- განაცხადა ჯაღმაიძემ.