გუდაურსა და ბაკურიანს ტურისტები ტოვებენ. სამთო კურორტებზე დღეს წყალი კვლავ შეწყდა. დამსვენებლები, რომლებიც სასმელ წყალს 5 დღის განმავლობაში ელოდებოდნენ, ისევ უწყლობით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ.
წყალმომარაგების გაერთიანებულმა კომპანიამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ რამდენიმე საათით შეძლო. 4 იანვარს წყალმომარაგება აღდგა, მაგრამ დროებით. კომპანიაში პრობლემას ამინდს აბრალებენ.
გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ რადგან გუდაურსა და ბაკურიანში არ თოვდა, რეზერვუარები დაშრა. კომპანია პირობას დებს, რომ პრობლემა დღეს 15:00 საათამდე მოგვარდება.