22 დეკემბერი 2024,   10:00
ვრცლად
აპირებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას, სავარაუდოდ, 6 იანვარს გახდება ცნობილი

დაანონსებულ საშობაო შეწყალებამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტი ისევ დუმს. მედიის შეკითხვებს არ პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაციაც.

სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას უკვე უკვე სამ თვეზე მეტია, ასობით პატიმარი ელოდება.

საზოგადოებას აინტერესებს, სკანდალური შეწყალებების შემდეგ ვინ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და იქნება თუ არა შეწყალებულთა შორის "ციანიდის საქმეში" მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე .

საშობაო შეწყალებას სხვა პატიმრებთან ერთად ქალთა კოლონიაში ელოდება თამარ ფხოველიშვილიც. მსჯავრდებულის დედა პრეზიდენტს მიმართავს და ითხოვს, ზურაბიშვილმა გამონაკლისი დაუშვას და მისი შვილი, რომელიც უკვე 5 წელია სასჯელს სახელმწიფო ბიუჯეტის გაფლანგვის ფაქტზე იხდის, შეიწყალოს. 

შეწყალების მოლოდინშია დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ თუკი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება და საპატრიარქოს თანხმობა, მისი ძმა საპატიმროს დატოვებს.

გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, დაკავებული სასულიერო პირის ადვოკატი პრეზიდენტისგან დეკანოზის გათავისუფლებას არ ელოდება. 

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში კითხვები არსებობს ე. წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებით და ამ კითხვებზე პასუხს ერიდება როგორც საპატრიარქო, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საპატრიარქო უკმაყოფილებას გამოთქვამს იმ კრიტიკული კითხვების გამო , რომელიც მამალძის საქმესთან დაკავშირებით მათი მისამართით იმის.

არის თუ არა რეალობასთან ახლოს სხვა პატიმრებთან ერთად დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება, ეს, სავარაუდოდ, ხვალ გაირკვევა, ვინაიდან როგორც წესი, საშობაო აქტი 6 იანვარს გამოიცემა. 

დღის ამბები