12 სექტემბერი 2026,   00:13
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი, პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობას დააყენებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობას  დააყენებს.

ადვოკატი ამბობს, რომ გამოკითხული მოწმეები კალანდიას ბრალეულობას ვერ ადასტურებენ და სასამართლომ ის პატიმრობაში არ უნდა დატოვოს.

უფლებადამცველი საქმის პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას.

"იხილება დაცვის შუამდგომლობა მიხეილ კალანდიას მიმართ შეფარდებული აღმკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. ამის სამართლებრივი საფუძველი უკვე აშკარად გამოკვეთილია. კალანდიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არის წმინდა პოლიტიკური დაკვეთა," - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ კალანდიას ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ მკვლელობში ადანაშაულებენ. 

დღის ამბები