22 დეკემბერი 2024,   10:02
ვრცლად
პროკურორი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიაზე - მშობლებმა არა თუ იცოდნენ ყველაფერი, შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებასაც იღებდნენ

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე პროკურორი მარიამ გოგორელიანი აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს თითქმის ყველა მტკიცებულება აქვს. 

"ბრალდების მხარემ მოიპოვა არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, როგორც პორნოგრაფიული მასალების დამზადების ფაქტი, ასევე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ფაქტი. არსებობს ბევრი მტკიცებულება მათი მშობლების მიმართაც, ამით ირკვევა, რომ მშობლებმა არა თუ იცოდნენ ყველაფერი, ისინი აღნიშნულში შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებასაც იღებდნენ. მტკიცებულებებში კარგად ჩანს, თუ როგორ მიჰყავთ არასრულწლოვნები ბინაში, რომელიც შესაბამისად იყო აღჭურვილი და მიმდინარეობდა ამ ყველაფრის აუდიოჩაწერაც," - განაცხადა პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა. 

შეფახსენებთ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებული 10 პირის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დღის ამბები