30 დეკემბერი 2024,   22:11
ვრცლად
სოფელ დიცში ელჩებთან ერთად ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი ჩავიდა

მსოფლიოს კეთილი ნების ელჩი, ლაპლანდიელი სანტა-კლაუსი ელჩებთან ერთად დიცში ჩავიდა.

საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე რამდენიმე სოფლიდან ბავშვები სანტას დილიდან ელოდნენ. დიცის საჯარო სკოლაში სანტა კლაუსმა პატარებს საჩუქრები დაურიგა და შობა-ახალი წელი მიულოცა. 

"მე ორი უმნიშვნელოვანესი დროშის ფონზე ვდგავარ. პირველი არის საქართველოს დროშა, მეორე არის ფინეთი. მე ვიცი, რას ნიშნავს რუსეთის გარეშე ცხოვრება, მაგრამ თუ ჩვენ ორივე მხარეს გვექნება სურვილი, რომ ერთად ვიცხოვროთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მე დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს ხაზი მალე მოიშლება და ჩვენ ერთიან საქართველოში გვექნება გადაადგილების საშუელება. გისურვებთ, რომ 2020 წელი საქართველოსთვის ყოფილიყოს მშვიდობის და გამთლიანების წელი," - აღნიშნა ფინელმა სანტაკლაუსმა.

დღის ამბები