18 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
"მეტი რა უნდა ქნან, ბომბებს ვერ გვესვრიან, ეუთოს კომპეტენციაში ეს არ შედის"- ბურჯანაძე ODIHR-ის დასკვნაზე

"ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური,"- ასე შეაფასა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ODIHR-ის კრიტიკული ანგარიში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შესახებ.

ბურჯანაძის აზრით, ეს დასკვნა ნიშანია იმის, რომ პროცესი ქვეყნისთვის კატასტროფული იყო. 

"ეს არის ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული ალიყური, მეტი რა უნდა ქნან, ბომბებს ვერ გვესვრიან, ეუთოს კომპეტენციაში ეს არ შედის. გეუბნებიან, რომ მოსამართლეების არჩევის პროცესი იყო კატასტროფული ქვეყნისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა და სამართლის უზენაესობა ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პროცესის შესახებ მეორე ანგარიში დაიდო. ანგარიშში ნათქვამია, რომ "პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას."

დღის ამბები