26 დეკემბერი 2024,   19:32
ვრცლად
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1600-ზე მეტი სტუდენტის სწავლას, სახელმწიფო დააფინანსებს.

სამინისტრომ ამისთვის 2019-2020 სასწავლო წელს, 4 მილიონი ლარი გამოყო.

"მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, დღეს,  ჩვენ 4 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსება დავამტკიცეთ, რითაც გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები 1600 სტუდენტი სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან, ეს მოხდება უმაღლესი სასწავლებლების ნებისმიერ საფეხურზე," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. 

2013 წელს სახელმწიფომ 471 სტუდენტი დააფინანსა, წელს კი მათი რიცხვი 1600-ზე მეტი იქნება.

დღის ამბები