ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის შენობასთან დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მომხრეები იკრიბებიან.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა დაურ არშბამ, ლაკობას ქუჩაზე შეკრებილ მომხრეებს სიტყვით მიმართა.
დაურ არშბამ აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხარდამჭერთა აქცია 15:00 საათზე დაიწყება.
ე.წ. პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ მომხრეებს მოუწოდა, რომ ახლობლებსა და ნაცნობებს დაურეკონ, რათა ისინიც შეუერთდნენ დაგეგმილ აქციას.